fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ცნობილი ბერძენი პროდიუსერის შვილი სპორტდარბაზში მწვრთნელმა სცემა

სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი ერთ-ერთი ცნობილი პროდიუსერისა და თეატრის მფლობელის, პანაიოტი გეორგას შვილი გახდა. ახალგაზრდა ბიჭი ალიმოს ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სპორტდარბაზში მწვრთნელმა სცემა.

ინციდენტი 2018 წლის 20 თებერვალს მოხდა. ბიჭი სახლში სრულიად სასისხლიანებული მივიდა და მისი მშობლები თვალებს არ უჯერებდნენ. მამამ ჰკითხა, თუ რა მოხდა. ბიჭი მოჰყვა, თუ როგორ სცემა დარბაზის მწვრთნელმა.

“რაც ჩემს შვილს დაემართა, ადამიანის საღ გონებას არ შეესაბამება. ჩვენ გადავწყვიტეთ, ის საუკეთესო სპორტდარბაზში გაგვეშვა, რაც კი სამხრეთ გარეუბნებში არსებობს… და ადამიანმა, რომელსაც ევალება ყურადღება მიაქციოს, რომ არავინ დაშავდეს, თავად დაასისხლიანა ჩემი შვილი.”

პანაიოტი გეორგა

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მწვრთნელმა ბიჭს უთხრა, რომ 10 კგ-იანი ბლინით ევარჯიშა, თუმცა, ის 25 კგ-თი ვარჯიშობდა, ვინაიდან ამ წონის აწევა შეეძლო. ამის გაგონებისას, მწვრთნელმა ირონიულად უთხრა, რომ სავარჯიშო ტრენაჯორზე 10 კგ-იანი ბლინები დაედო.

ბიჭმა მიუგო, რომ ასე ის დაზიანებებს მიიღებდა. სწორედ ამის შემდეგ მწვრთნელისგან შეურაცხმყფოელი სიტყვები წამოვიდა, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა და 21 წლის სორიტი დაშავდა.

ახალგაზრდის ოჯახი ამბობს, რომ ამ ყველაფრის გაგების შემდეგ, ისინი სავარჯიშო დარბაზში წავიდნენ და პასუხი მოითხოვეს. იქ კი ისევ ირონიული განწყობით შეხვდნენ და უთხრეს, რომ არაფერი მომხდარა. ბიჭის დედა ნერვიულ ფონზე ცუდად გახდა და გულის პრობლემით მოგვიანებით საავადმყოფოში მოათავსეს.

მათ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

onalem

ტესტ