fbpx
საზოგადოება

“ელენი მენეღაკის წლებია, რაც სოციალურ ქსელში დაბლოკილი ვყავარ” – კატერინა კენურიუ მენეღაკისგან ურთიერთობაზე

ცნობილმა ტელეწამყვანმა, კატერინა კენურიუმ მედიას მოკლე ინტერვიუ მისცა და ისაუბრა ელენი მენეღაკისთან მის პირად ურთიერთობაზე. კენურიუმ გაამხილა, რომ ელენი მენეღაკის სოციალურ ქსელში დაბლოკი ჰყავს და ეს ყველაფერი უკვე წლებია გრძელდება.

“ელენის მრავალი წელია რაც ინსტაგრამზე დაბლოკილი ვყავარ, შესაბამისად, არ ვადევნებ თვალყურს, მხოლოდ საიტებზე ვნახულობ. კონკრეტულმა რეპორტაჟმა გააღიზიანა და სწორედ მაშინ დამბლოკა. მაშინ გული დამწყდა, გამოვედი და საჯაროდაც მოვუხადე ბოდიში, მაგრამ არაფერი შეცვლილა. არ ვიცი, ვინ იყო მართალი მაშინ, ელენის არ უნდოდა, რომ გავსაუბრებოდი, მაგრამ მე მაინც ვცადე. მე მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, ყველაფერ კარგს ვუსურვებ, ძალიან მომწონს ელენი,” ამბობს კენურიუ.

რეპორტაჟი, რომლითაც ტელეწამყვანების “დაპირისპირება დაიწყო”, ეხებოდა თემას, რომ ელენი მენეღაკის პეტროს კოსტოპულოსა და ჯენი ბალაცინუს ვილა უნდა შეეძინა, ამ ინფორმაციის გავრცელებამ კი, მენეღაკი გააცხარა და განაცხადა, რომ ცრუ ფაქტების აფიშირება ხდებოდა, ხოლო კენურიუსგან მოითხოვა, რომ განმარტებები გაეკეთებინა.

ჩანს, რომ კენურიუ-მენეღაკის უთანხმოება ჯერ არ გადაჭრილა.

onalem

ტესტ