17 თვიანი პატიმრობის შემდეგ პირველი ჩახუტება დედასთან – ირინი მელისაროპულუ გაათავისუფლეს

ინფორმაცია, ირინი მელისაროპულუს გათავისუფლების შესახებ, საბერძნეთს ნამდვილი ბომბივით დაატყდა თავს. ის ჰონგ კონგის აეროპორტში 2017 წლის ნოემბერში 2.52 კგ კოკაინის გადატანის ბრალდებით დააპატიმრეს. ახლა კი უკვე 21 წლის ირინი სახლში ბრუნდება!

მისი ადვოკატის, საკის კეხაგიოღლუს თქმით, მელისაროპულუ ჰონგ კონგის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.

როგორც რამდენიმე დღის წინ გოგონამ სასამართლოზე თქვა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მას გამგზავრებისას ჩანთაში ნაროტიკი ედო. გამოძიების შედეგად მისი სიტყვები დადასტურდა.

ციხიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში 21 წლის ირინი მშობლებს ჩაეხუტა და ამდენი ხნის შემდეგ მის სახეზე ღიმილი გამოჩნდა.

იხილეთ ფოტო/ვიდეო მასალა:

melano

ტესტ