fbpx
საზოგადოება

ბერძენმა ქალმა ფიცი დადო, რომ სიცოცხლის ბოლომდე კუნძულზე მარტოდმარტო იცხოვრებს

74 წლის ქალბატონი, ირინი კოცატურხი, რომელიც კუნძულ კინაროს ერთადერთი მაცხოვრებელია, სამი დღის მანძილზე იყო გაუჩინარებული. გაუჩინარებული იმიტომ, რომ ბოლო დღეებში შტორმის გამო ელექტრო ენერგია გაითიშა და მას ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებოდნენ.

საქმეში მთავრობა ჩაერია და კინაროზე გაიგზავნა ვერტმფრენი, რის შედეგადაც ქალი საკუთარ სახლში ცოცხალი და უვნებელი იპოვეს.

ირინი კოცატურხი ამბობს, რომ რაც უნდა მოხდეს, კუნძულზე სიცოცხლის ბოლომდე დარჩება. კინარო ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულია, რომელზეც მხოლოდ ის ცხოვრობს და თავისი იზოლირებული, პატარა სამყარო აქვს. მას შესთავაზეს, რომ კუნძულიდან წაეყვანათ, ვიდრე ელექტრო ენერგიის მიწოდება აღდგებოდა, მაგრამ მან მკაცრი უარი განაცხადა. სირთულეების მიუხედავად, მან დადო ფიცი, რომ ვიდრე ცოცხალი იქნება, კინაროზე დარჩება.

ქალბატონი ირინის მეუღლე 2013 წელს გარდაიცვალა და მას შემდეგ დარჩა მარტო. მისი სამყაროსთან კონტაქტი ზამთრის თვეებში მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ ამორგოსიდან მისთვის ყოველ კვირას გარკვეულსაჭირო ნივთები ჩააქვთ.

მედიასთან საუბრისას ის თავის ერთადერთ შიშზე საუბრობს, რომ კუნძული თურქების ხელში არ აღმოჩნდეს, რადგან მის თავზე, ცხადია, ხშირად დაფრინავენ თურქული საბრძოლო თვითმფრინავები.

“მეშინია, როდესაც თვალებს ვხუჭავ… მეშინია მხოლოდ იმის, რომ კინაროს თურქები დაიპყრობენ. ერდოღანს ნათქვამი აქვს, რომ ეს კუნძული თაყვანისცემის ადგილია. სხვა არაფრის მეშინია. როდესაც აქ სინათლე არ არის, სრული სიბნელეა, მაგრამ სინათლის გამო კუნძულს არ დავტოვებ. გამორიცხულია. აქ ვიქნები, ვიდრე ვარსებობ. 

არ მესმის რატომ იღლება ხალხი ასე ჩემით… ერთი მოხუცი ქალი ამხელა ყურადღების ცენტრშია… მე ეს არ მინდა,” ამბობს ირინი კოცატურხი.

onalem

ტესტ