fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ბერძნებმა ოთხი იმიგრანტი ახალ წელს სახლში წაიყვანეს, გამოკვებეს და მოუარეს

ორი ადგილობრივი მიტილინიდან საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2015 წლიდან არის. როცა მიგრანტთა კრიზისი ყველაზე აქტიურ ფაზაში იყო, მათ წამოიწყეს აქტივობები, სახელად “თუ მიგრანტები გიყვარს, წაიყვანე ისინი სახლში”.

ამჯერად, მათ უმასპინძლეს ოთხ არასრულწლოვან ლტოლვილს, ავღანეთიდან, რომლებიც იმ იმიგრანტების ნათესავები არიან, რომლებიც საკუთარ სახლში ადრე ჰყავდათ შეფარებულები, შემდეგ კი ავსტრიაში წასვლა შეძლეს. სწორედ მათ შეატყობინეს ბატონ პასპატის, რომ ახალგაზრდები მიტილინში იყვნენ და დახმარება სჭირდებოდათ.

ცოლ-ქმარი მანქანით წავიდნენ მათთან შესახვედრად, წაუღეს სუვლაკები, რადგან ბავშვებს ძალიან შიოდათ… შემდეგ სახლში მიიყვანეს და ბანაობის საშუალება მისცეს… მოგვიანებით კი, ახალი წელი ერთად გაატარეს.

მუსიკა იყო ერთადერთი ენა, რომლითაც კომუნიკაცია შეეძლოთ. არასრულწლოვანი ავღანელების მშობლები ომში დაიღუპნენ და ოთხივე დაობლდა. ოჯახმა მათ სახლში დარჩენა შესთავაზა, მაგრამ იმდენად დააფასეს ბერძნების გულთბილობა, რომ ზედმეტად შეწუხება არ მოისურვეს.

“ნეტავ შეგვეძლოს ყველა შევიფაროთ. ვუთხარით, რომ დარჩენილიყვნენ, მაგრამ არ უნდოდათ ჩვენი მასპინძლობა ცუდად გამოეყენებინათ და უარი გვითხრეს. მაგრამ მაინც ბედნიერები ვართ, რომ ახალი წელი ჩვენს ოთხ ახალ შვილთან ერთად გავატარეთ, რომლებიც შორეული და ტანჯული ავღანეთიდან არიან,” თქვეს მათ.

 

onalem

ტესტ