fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ხალხი 200 ევროს გადახდას გვთავაზობდა, რომელიც ჩემს 90 წლის დედას დააკისრეს” – სუსანა ილიადუს შვილი

“ყველას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, პირველივე წუთებიდანვე მხარდაჭერისა და თანამდგომისთვის. ეკლესიაში წავალ და თითოეულისთვის სანთელს დავანთებ. ადგილზე გავიყინე, როცა გავიგე, რომ პოლიციამ 200 ევროთი დამაჯარიმა,” ამბობს სუსანა ილიადუ, რომელიც სამი დღის წინ თესალონიკის პოლიციამ უკანონო ვაჭრობის ბრალდებით განყოფილებაში გადაიყვანა.

მისი შვილის განცხადებით, მათ არც კი იცოდნენ, რომ ფურცელზე, რომელიც ქალს განყოფილებაში გადასცეს, ჯარიმის შესახებ ეწერა. არც ცოლს და არც ქმარს ის არ წაუკითხავთ, თუმცა, როცა თავად მან ნახა, გარკვევით წაიკითხა, რომ მისი 90 წლის დედა 200 ევროთი იყო დაჯარიმებული.

“მათ არაფერი გაუყიდიათ, ერთი ევროც არ აგვიღია და 200 უნდა გადავიხადოთ?! ჩვენ მხოლოდ საბერძნეთიდან კიარა სხვა ქვეყნებიდანაც დაგვიდგნენ მხარში. მინდა ყველას დიდი მადლობა ვუთხრა. ათენიდან ხალხი გვიკავშირდებოდა და გვთავაზობდა, რომ ჯარიმას ისინი გადაიხდიდნენ,” ამბობს მოხუცის ქალიშვილი.

onalem

ტესტ