fbpx
საზოგადოება

“ჩემი ცოლი ძაღლს არ მოუკლავს, მისი გადარჩენა უნდოდა” – ტრაგედია ვოლოსში

ვოლოსში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ დეტალები ვრცელდება. როგორ თავიდან იყო ცნობილი, ძაღლმა 69 წლის ქალი, რომელიც, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა, დაკბინა, თუმცა, მისი მეუღლე მედიასთან საუბარში მომხდარის შესახებ სხვაგვარად ჰყვება.

როგორც მამაკაცი ამბობს, არგენტინული დოგის ჯიშის ძაღლი, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესია ძაღლებს შორის, საკუთარ პატრონს აღმერთებდა, სწორედ ამიტომ, როცა ნახა, რომ ის ძირს დაეცა და აღარ ინძრეობდა, მისი სახის ლოკვა დაიწყო. ძაღლი, თავისი აზრით, ცდილობდა, რომ ქალი გადაერჩინა და გონზე მოეყვანა.

“როცა სახლში შევედი, ძაღლი ჩემს ცოლს მხოლოდ ლოკავდა. ჩემი მისვლისას კი, ძალიან შეშინდა და შედეგად მიკბინა მეც და შემდეგ დაკბინა ჩემი ცოლიც ყელზე,” ამბობს ის.

დანიშნულია ექსპერტიზა, რათა ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგინდეს.

onalem

ტესტ