fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ავსტრიის პრეზიდენტის შვილი საცხოვრებლად საქართველოში გადადის!

ის არც მეტი არც ნაკლები ავსტრიის პრეზიდენტის ვაჟია, მაგრამ საკუთარი ქვეყნის ალპებს საქართველოს კავკასიონი არჩია. მისი თქმით, ქართველები თავადაც კი ვერ ხვდებიან, თუ როგორ ქვეყანაში ცხოვრობენ. როცა მან საქართველოს შესახებ პირველად მოისმინა, როგორც ამბობს, შთაბეჭდილებებისგან ღამით დაძინებაც კი უჭირდა.

სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ავ­სტრი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ალექ­სან­დერ ვან დერ ბე­ლე­ნის შვილ­მა, ფლო­რი­ან­მა სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის­გან შე­ი­ტყო. მან გა­და­წყვი­ტა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ნა­ხუ­ლებ­და ქვე­ყა­ნას და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა ზუს­ტად ერთი წლის შემ­დეგ შე­ას­რუ­ლა.

პორ­ტა­ლი Sova.news წერს, რომ თბი­ლის­ში ფლო­რი­ა­ნი 2017 წლის აპ­რილ­ში ჩა­მო­ვი­და, საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით, თუმ­ცა გამ­გზავ­რე­ბა რამ­დე­ნი­მე დღით გა­და­დო და მო­ა­ხერ­ხა, სვა­ნე­თი მო­ე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნა, რო­მელ­მაც მშობ­ლი­უ­რი, მა­ღალმთი­ა­ნი ტი­რო­ლი გა­ახ­სე­ნა – იქაც, სვა­ნე­თის მსგავ­სად, დი­ა­ლექ­ტზე სა­უბ­რო­ბენ და სხვა ავ­სტრი­ე­ლებს ტი­რო­ლე­ლე­ბის ენის გა­გე­ბა უჭირთ.

ავ­სტრი­ა­ში ფლო­რი­ა­ნი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი დაბ­რუნ­და და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, და­ძი­ნე­ბაც კი უჭირ­და, თით­ქოს, რა­ღაც არ აძ­ლევ­და მოს­ვე­ნე­ბას.

ქარ­თვე­ლო­ში რამ­დენ­ჯერ­მე იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ ქვე­ყა­ნა უკეთ გა­ეც­ნო. ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ვეს­ტი­ციო პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბის არ ჯე­რო­და, ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა, თა­ვად ენა­ხა, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რი იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი.

„მინ­დო­და გა­მერ­კვია, ნამ­დვი­ლად არის თუ არა სა­ქარ­თვე­ლო ასე­თი ლი­ბე­რა­ლუ­ლი, კო­რუფ­ცი­ის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი და ყვე­ლა­ფე­რი სი­მარ­თლე აღ­მოჩ­ნდა,“ – ამ­ბობს Sova-სთან ფლო­რი­ა­ნი.

2018 წელს მან სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნია და­ა­არ­სა და ახლა უკვე მზად არის, ქვე­ყა­ნა­ში სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ვი­დეს სა­ცხოვ­რებ­ლად.

ვან დერ ბე­ლე­ნი მი­იჩ­ნევს, რომ და­სავ­ლეთ ევ­რო­პი­დან ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დის გაზ­რდის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ო­ში ჯერ კი­დევ ბევ­რმა არ იცის.

„ევ­რო­პის­თვის სა­ქარ­თვე­ლო ჯერ კი­დევ ეგ­ზო­ტი­კაა,“ – მი­იჩ­ნევს ის.

პრე­ზი­დენ­ტის შვილს ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ფლო­რი­ან­მა გა­და­წყვი­ტა, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ი­ყე­ნოს. ვან დერ ბე­ლე­ნი, ასე­ვე, ბიზ­ნეს-კონ­სალ­ტინ­გით არის და­კა­ვე­ბუ­ლი – პო­ტენ­ცი­ურ ინ­ვეს­ტო­რებს სა­ქარ­თვე­ლოს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა.

„ყვე­ლას ვუყ­ვე­ბი, რო­გო­რი ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნაა. ევ­რო­პე­ლე­ბი ჯერ კი­დევ ეგ­ზო­ტი­კუ­რად მი­იჩ­ნე­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს, თუმ­ცა აქ ჩა­მო­სუ­ლე­ბი ხვდე­ბი­ან, რომ ეს ასე არ არის,“ – ამ­ბობს ის Sova-სთან.

ვან დერ ბე­ლე­ნი ფიქ­რობს, რომ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ტუ­რი­ტულ პო­ტენ­ცი­ალს სრუ­ლად თა­ვად ქარ­თვე­ლე­ბიც ვერ იაზ­რე­ბენ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­გე­ბი კი, სა­დაც ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა, ფლო­რი­ა­ნის აზ­რით, ენერ­გო­სექ­ტო­რი და ნარ­ჩე­ნე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბაა.

მისი მამა, ავ­სტრი­ის პრე­ზი­დენ­ტი ალექ­სან­დერ ვან დერ ბე­ლე­ნია, თა­ნამ­დე­ბო­ბას ის 2016 წლი­დან იკა­ვებს.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ პრე­ზი­დენ­ტიც და მისი შვი­ლის ავ­სტრი­ა­ში და­ი­ბად­ნენ, ოჯა­ხის ფეს­ვე­ბი ფსკოვ­შია, რუ­სეთ­ში. ფლო­რი­ა­ნის პაპა რუსი იყო, ბე­ბია კი – ეს­ტო­ნე­ლი. გერ­მა­ნუ­ლი გვა­რის გამო რეპ­რე­სი­ებს რომ გა­დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ, საბ­ჭო­თა არ­მი­ას მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს გა­ექ­ცნენ.

„პრე­ზი­დენ­ტო­ბა მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა და არა ჩემი. ბევ­რი მე­კი­თხე­ბა, რო­გორ შე­იც­ვა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა მას შემ­დეგ, რაც მა­მა­ჩე­მი ავ­სტრი­ის პრე­ზი­დენ­ტი გახ­და. მე ვპა­სუ­ხობ, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, არ შეც­ვლი­ლა. მხო­ლოდ ის შე­იც­ვა­ლა, რომ უფრო იშ­ვი­ა­თად ვნა­ხუ­ლობ მას, ვიდ­რე ადრე,“ – ჰყვე­ბა ფლო­რი­ა­ნი.

ავ­სტრი­ის პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ შეძ­ლებს, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ი­ტა­ნოს, რად­გან მის­თვის შორს ცხოვ­რე­ბა იმ ქვეყ­ნის­გან, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან შე­უყ­ვარ­და, სულ უფრო რთუ­ლი ხდე­ბა.

onalem

ტესტ