fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: არ დაგავიწყდეთ საათის გადაწევა!

ერთი საათით ნაკლები ძილი, სამაგიეროდ, 1 საათით გახანგრძლივებული დღე. საბერძნეთში ხვალ საათი ერთი საათით წინ უნდა გადავწიოთ. დროის ცვლილება ზუსტად ღამის 03:00 საათზე მოხდება. ცხადია, თანამედროვე მობილურ ტელეფონებზე დრო ავტომატურად შეიცვლება, თუმცა, მოსახლეობას სახლის საათების გადაწევა არ უნდა დაავიწყდეს.

აღნიშნული ცვლილება 2018 წლის ოქტომბრის ბოლო კვირამდე შენარჩუნდება, შემდეგ კი საათს კვლავ უკან გადავწევთ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ქვეყნებში ტენდენცია ელექტრო ენერგიის დაზოგვის მიზნით შემოიღეს.

რომელი გირჩევნიათ თქვენ, იყოს მუდმივად ზამთრის დრო თუ ზაფხულის დრო?

onalem

ტესტ