fbpx
კრიმინალი

შეცდომა დაუშვა და საბერძნეთში დაბრუნდა, საზღვარზე კი პოლიციამ დააკავა

ბერძნული მედია 35 წლის მამაკაცის შესახებ იუწყება, რომელიც სასაზღვრო პოლიციამ ქვეყანაში შემოსვლის დროს დააკავა. სწორედ ეს აღმოჩნდა მისი დიდი შეცდომა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, გაცემული იყო მისი დაპატიმრების ორდერი.

კერძოდ, 35 წლის მამაკაცს ბრალად ედება ბავშვების უკანონოდ გაშვილებაში მონაწილეობა. მას, ცხადია, ჰყავდა თანაზრახველებიც, რომლებიც 2018 წელს დააკავეს (ერთი მამაკაცი და ერთი ქალი, ორივე 37 წლის).

მედიის ცნობით, ისინი ბულგარეთის მოქალაქეები არიან.

როგორც ირკვევა 2018 წელს ისინი იმ დროს დააკავეს, როდესაც სამი სხვა ბულგარელი ქალი იტალიიდან იღუმენიცაში გადაჰყავდათ, მათგან ერთ-ერთო, 21 წლის ქალი, უკვე ფეხმძიმედ იყო და მისი შვილი ბერძენ წყვილზე უნდა გაეყიდათ. აღნიშნული ინციდენტისას 35 წლის ბულგარელმა გაქცევა შეძლო, თუმცა, ამ დროისთვის სერესის განყოფილებაშია გადაყვანილი.

 

onalem

ტესტ