fbpx
ეკონომიკა

2024 წლს საბერძნეთის ეკონომიკა “მწვერვალზე” ავა – მაჩვენებლები კრიზისამდელ მდგომარეობას უახლოვდება

Reuters-ი დღევანდელ სტატიაში საბერძნეთის ეკონომიკის აღზევებასა და ბოლო წლებში შთამბეჭდავ ეკონომიკურ მიღწევებზე საუბრობს.

“2024 წელი იქნება საბერძნეთის ეკონომიკის აღზევების წელი და როგორც ჩანს, ქვეყანა სრული აღდგენის საბოლოო გზაზეა. აღნიშნულზე მეტყველებს მონაცემები, უკიდურესად რთული 10 წლის შემდეგ, მაჩვენებლები საწყის სახეს უბრუნდება. 

მოსალოდნელია, რომ წელს საბერძნეთის ეკონომიკა გაიზარდოს 3%-ით, რაც უახლოვდება 2009 წლის მონაცემებს, ანუ კრიზისამდელ მდგომარეობას. ამას გარდა, ბევრად აღემატება ევროზონის საშუალო მაჩვენებელს, რაც 0,8%-ია.

საბერძნეთის ეკონომიკა ამ ეტაპზე ისეა დალაგებული, რომ ნახავს მნიშვნელოვან სარგებელს სხვადასხვა მოვლენებისგან და უახლოეს მომავალში საკმაო ზრდას ვიხილავთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიღწევა ბოლო წლებში არის ის, რომ საბერძნეთმა აღადგინა საბანკო სისტემა და 2022 წელს მან დაფარა სავალუტო ფონდის სესხი მთელი 2 წლით ადრე,” აღნიშნულია Reuters-ში.

გამოცემა წერს, რომ “საბერძნეთში სიმშვიდე დაბრუნდა და დედაქალაქის ცენტრში დემონსტრანტების აქციები მუსიკოსებით ჩანაცვლდა, რომლებიც ჩრდილში მსხდომ ტურისტებს ართობენ”, თუმცა, ცხადია, მეორე საკითხია რამდენად ეთანხმებიან თავად ბერძნები ამ ხმამაღალ განცხადებას, როცა ჯერ კიდევ გუშინ ათენის ცენტრში ხელფასების მომატებისა და სიძვირის წინააღმდეგ ზომების მიღების მოთხოვნით მასშტაბური აქცია გაიმართა.

onalem

ტესტ