fbpx
ეკონომიკა

ΕΛΣΤΑΤ: საბერძნეთში უმუშევრობის მაჩვენებელი 16.9%-მდე შემცირდა

ΕΛΣΤΑΤ-ის მონაცემების მიხედვით, 2019 წლის მეორე კვარტალში საბერძნეთში უმუშევრობის მაჩვენებელი 16.9%-მდე შემცირდა.

2019 წლის მეორე კვარტალში ოფიციალურად რეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობა 805.047-ია, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 3.956.424.

უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი 16.9%-ია, ხოლო პირველ კვარტალში იგივე მაჩვენებელი 19.2% იყო.

დასაქმების ტენდენცია გაიზარდა 3.7%-ით, პირველ კვარტალთან შედარებით და 2.5%-ით, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით.

უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 11.2-ით წინა კვარტალთან შედარებით და 11.1%-ით გასული წლის იგივე კვარტალთან შედარებით.

onalem

ტესტ