fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

ერთი ნაბიჯი გაკოტრებამდე: საბერძნეთი 2015 წლის მდგომარეობას დაუბრუნდა

ის, რაც კრედიტორებთან ახალი ტრანშის შესახებ მოლაპარაკებების გარშემო ხდება, საბერძნეთის მდგომარეობას 2015 წლის ზაფხულში აბრუნებს. კრედიტორებსა და მთავრობას შორის ქაოტური ”ვაჭრობა” მიმდინარეობს, ათენს ფარული შიში აქვს, ხოლო პარლამენტში კონფლიქტები მატულობს.

აშკარაა, რომ სანამ ვალის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ალექსის ციპრასი ვერაფრით დაიკვეხნის. ის დიდი ხანია ხსნას ანგელა მერკელთან მოლაპარაკებებში ეძებს.

კრედიტორების მიერ ნაკარნახევ პირობებს ქვეყანა ჩიხში შეჰყავს და როგორც ცნობილია, ისინი ისევ აიძულებენ მთავრობას, შეამცირონ დეფიციტი. სწორედ ამის გამოა, რომ გერმანიაში გავრცელდა ჭორები, საბერძნეთის სრულ გაკოტრებასთან დაკავშირებით. თუმცა, აღნიშნული ჭორები სწრაფად უარყვეს საბერძნეთის ფინანსთა სამინისტროში და განაცხადეს, რომ ჯერ ამის დრო არ დამდგარა.

ალექსის ციპრასს ანგელა მერკელის მხარდაჭერის იმედი აქვს, რომელსაც გარკვეული გავლენა აქვს ვოლფგანგ სიობლეზე.

ასევე, არსებობს აღსანიშნავი ჭორი იმის შესახებ, რომ საბერძნეთის პრემიერი შესაძლოა გადადგეს.

onalem

ტესტ