fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

Eurostat: ევროკავშირში დასაქმების მაჩვენებლის ზრდის მიხედვით საბერძნეთი მესამე ადგილზეა

ევროზონაში დასაქმების მაჩვენებლის ყველაზე სწრაფი ზრდა წელს ფიქსირდება.

ფაქტია, რომ საბერძნეთი ეკონომიკისა და დასაქმების სფეროში ნელნელა წინ მიიწევს. 2017 წლის მეორე მეოთხედში დასაქმების მაჩვენებელი 0,8%-ით გაიზარდა, შედარებით წინა წლის იგივე პერიოდთან. ეს კი ნიშნავს, რომ საბერძნეთი მესამე ქვეყანაა, სადაც დასაქმების ზრდა ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

2017 წლის მეორე მეოთხედში ევროკავშირში დასაქმების მაჩვენებელი 0,4%-ით გაიზარდა, შედარებით 2016 წელთან, როდესაც იგივე მაჩვენებელი 1,5% იყო.

Eurostat-ის მონაცემებით, 2017 წლის ამ პერიოდში ევროკავშირში 235, 4 მილიონი ქალი და მამაკაცი დასაქმდა, ხოლო ევროზონაში 155, 6.

2017 წლის მეორე მეოთხედში დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო მალტაში (1%), ესპანეთში (0,9%), შემდეგ კი საბერძნეთსა და პოლონეთში (0,8%).

onalem

ტესტ