fbpx
ეკონომიკა

ბერძნებს ბინების სტაბილურ მდგუმრზე გაქირავება აღარ უნდათ – Airbnb-დან მათ 1.4 მილიარდი ევრო აიღეს

ცნობილი ელექტრონული პლატფრომიდან, Airbnb, რომელიც ბინებს ტურისტებზე რამდენიმე დღით აქირავებს, ბერძნების მოგებამ გასულ წელს 1.4 მილიარდი ევრო შეადგინა. როგორც ეკონიმიკა აჩვენებს, Airbnb-მა საბერძნეთში აღნიშნული ბიზნესი რომც შეწყვიტოს, ბერძნებს უკვე ზედმეტად დიდი შემოსავალი დარჩათ. სწორედ ამიტომ, მათ აღარ სურთ ბინები გააქირავონ თვეობით ემიგრანტებსა და მათზე, ვისაც დასახლება სტაბილურად სურს.

კვლევებმა აჩვენა, რომ მოგზაურთა 42% არ ჩერდებოდა სასტუმროებსა და მდიდრულ ვილებში, არამედ ირჩევდა სასურველ აპარტამენტს Airbnb-ის ვებ-გვერდზე და მათი 50% ამბობს, რომ ამ გზით ძალიან დიდი თანხა დაზოგეს.

საშუალოდ Airbnb-ის საშუალებით დაქირავებულ ბინაში ტურისტები 4.3 დღეს ატარებენ.

ბევრმა კრიზისგამოვლილმა ბერძენმა ისარგებლა შანსით და თავიანთ უძრავ ქონებას სწორედ ამ პლატფორმაზე აქირავებენ.

კვლევების მიხედვით, ბინების მფლობელთა 23% მათ წელიწადში 150 დღეზე მეტ ხანს აქირავებს, ამიტომ შემოსავლის ნაკლებობას არ უჩივიან.

onalem

ტესტ