fbpx
საზოგადოება

მიკონოსი: სატვირთო მანქანა მდიდრული სასტუმროს აუზში ჩავარდა

ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, თუ ზუსტად როგორ მოხდა ინციდენტი, თუმცა, როგორც ფოტოზე ჩანს, დაზიანებულია სხვა მანქანაც, რომელიც სატვირთოს გზაზე მოძრაობდა. სავარაუდოდ, მძღოლმა მისთან დაჯახების თავიდან არიდება სცადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მდიდრული სასტუმროს აუზზე უამრავი ხალხი იმყოფებოდა, როდესაც სატვირთო მანქანამ სასტუმროს კედელი გამოანგრია და პირდაპირ აუზში ჩავარდა.

უბედური შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თავად მძღოლმა კი დაცემამდე სატვირთოდან გადმოსვლა შეძლო და გადარჩა.

ადგილზე აღინიშნება სერიოზული მატერიალური ზარალი.

onalem

ტესტ