fbpx
ეკონომიკასაბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: რატომ არ მოგვიმატეს ხელფასები 1 თებერვლის შემდეგ?!

საბერძნეთში თითოეული დამსაქმებელი პირი 1 თებერვლიდან ვალდებული გახდა, რომ თავისი თანამშრომლების ხელფასი 650 ევრომდე გაეზარდა. ცხადია, იმ შემთხვევაში, თუკი იქამდე მათი კუთვნილი ხელფასი ამ თანხამდე გაცილებით ნაკლები იყო. ფაქტია, რომ დღემდე, საბერძნეთში ოფიციალურად დასაქმებული პირების გარკვეული ნაწილისთვის თვიური შემოსავალი ჯერ კიდევ მომატებულა. რა არის ამის მიზეზი?!

გავრცელებული ინფორმაციით, შრომის სამინისტრომ დამსაქმებლებს მისცა გარკვეული ვადა, რომელიც მარტის 8 რიცხვამდე გრძელდება. თუ თქვენ თებერვალში თანხა გაზრდილი რაოდენობით არ მიიღეთ, ეს ლიგიკურია, რადგან მიმდინარე პროცესის რბილად და ეტაპობრივად წარმართვისთვის დროა საჭირო.

8 მარტისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ოფიციალურად დასაქმებულ ადამიანებს უნდა გაუფორმონ ახალი კონტრაქტი, რომელშიც ახალი ხელფასი იქნება მითითებული.

შრომის მინისტრი აცხადებს, რომ დამსაქმებლის მიერ კანონის წინააღმდეგ წასვლის შემთხვევაში, დასაქმებულ პირს შეუძლია მიმართოს შრომის ინსპექციას, საჩივრის განხილვის შედეგად კი დამსაქმებელი დაჯარიმდება.

 

onalem

ტესტ