fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში დიდი ფასდაკლებები იწყება: რომელ კვირა დღეს იქნება მაღაზიები ღია?!

საბერძნეთში ორშაბათიდან დიდი საზაფხულო ფასდაკლებები იწყება და ეს ყველაფერი თითქმის ორ თვეს გასტანს. ქვეყნის მოვაჭრეთა ასოციაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მაღაზიები აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებული რეჟიმით იმუშავებს.

კერძოდ, ფასდაკლებები იწყება 8 ივლისიდან, მომდევნო ორშაბათიდან და 31 აგვისტომდე გასტანს, ხოლო 14 ივლისს, კვირა დღეს მაღაზიები დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე იმუშავებენ.

თითოეული სავაჭრო დაწესებულება ვალდებულია, რომ მიუთითოს როგორც ძველი, ასევე ახალი ფასი კონკრეტულ პროდუქტზე, რათა კლიენტისთვის გასაგები იყოს, თუ საიდან მოხდა ფასის კლება.

onalem

ტესტ