fbpx
საზოგადოება

ბერძნები იტალიის აეროპორტში ჩარჩნენ, რადგან კორონავირუსზე სწორი ტესტი არ წარმოადგინეს

გავრცელებული ინფორმაციით, რომის აეროპორტშია ჩარჩენილი საბერძნეთის 10-მდე მოქალაქე, რომელიც ათენში დაბრუნებას ცდილობდა. ირკვევა, რომ მათ შორის არის ოთხწევრიანი ოჯახი, 14 წლის ბავშვით, რომელიც პალერმოს საავადმყოფოში 6 თვე იწვა, რადგან ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა, დონორი კი დედა იყო.

როგორც ცნობილი გახდა, მათ ჰქონდათ გაკეთებული სწრაფი ტესტები კორონავირუსზე, თუმცა, სამოგზაურო კომპანიამ, საიდანაც ბილეთები აიღეს, არ შეატყობინათ, რომ აუცილებელია, არა თუ სწრაფი, არამედ PCR ტესტის უარყოფითი პასუხების აეროპორტში წარდგენა, რადგან ბევრად სანდო და საიმედოა.

ამრიგად, ბერძნები სამშობლოში კიდევ მინიმუმ ორი დღე ვერ დაბრუნდებიან და ამავე დროს, მოუწევთ საკუთარი ჯიბიდან გადაიხადონ ტესტის გაკეთების საფასური.

ოჯახს, რომელსაც 14 წლის გოგონა ჰყავს, ეს ყველაფერი 400-600 ევრომდე დაუჯდება.

ამ დროისთვის კომპანია მათთვის სასტუმროს მოძბნას ცდილობს, რათა ნორმალურ პირობებში განთავსდნენ.

onalem

ტესტ