fbpx
კრიმინალისაზოგადოება

თესალონიკი: დედამ Facebook-ზე განათავსა ვიდეო, თუ როგორ ეჯახება მის შვილს მანქანა

ნამდვილად შოკი ეწოდება ვიდეოს, რომელიც ფოტინი სამარამ სოციალურ ქსელში განათავსა. მის ქალიშვილს, რომელიც ველოსიპედით მოძრაობდა, მანქანა დაეჯახა და გზიდან გადააგდო. ავარიის მომენტი იქ მდებარე კამერებმა დააფიქსირეს.

ეს ყველაფერი თესალონიკში მოხდა. მანქანის მძღოლი, რომელიც ბავშვს დაეჯახა, შემთხვევის ადგილიდან სწრაფად გაუჩინარდა.

რაც შეეხება ბავშვის დედას, მისი თქმით ვიდეო სოციალურ ქსელში იმიტომ ატვირთა, რომ მანქანის მძღოლთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია მოიპოვოს.

როგორც ცნობილია, გოგონა გადარჩა, თუმცა მიყენებული აქვს სერიოზული დაზიანებები, რის გამოც მკურნალობის და დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

https://www.facebook.com/foteini.samara/videos/10155441510569047/

onalem

ტესტ