fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! რა დარჩება დაკეტილი საბერძნეთში 7 იანვრამდე – სტელიოს პეცას ოფიციალური განცხადება

მთავრობის სპიკერის, სტელიოს პეცას ოფიციალური განცხადებით, საბერძნეთში კონკრეტული დაწესებულებები დაკეტილი იქნება 7 იანვრამდე.

როგორც პეცასმა აღნიშნა, კარანტინი და მიღებული ზომები ეხმარება ჯანდაცვის სისტემას, მაგრამ ინფიცირებულთა ყოველდღიური რიცხვი არ ეცემა ისე, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. ზომების შედეგები საკმაოდ აგვიანებს, თუმცა, სხვაგვარად მოქმედება ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან დიდია ზეწოლა სამედიცინო პერსონალზე.

კერძოდ, მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ 7 იანვრამდე დაკეტილი იქნება:

  • სკოლები (შენარჩუნდება დისტანციური სწავლება)
  • რესტორნები, კაფე-ბარები, ტავერნები
  • ღამის კლუბები და გასართობი ცენტრები
  • შენარჩუნდება დისტანციური მუშაობის მეთოდი.

ასევე, მისი განცხადებით, მომდევნო დღეებში ცნობილი გახდება, თუ რა მოხდება ეკლესიებთან, სილამაზის სალონებთან და მაღაზიებთან დაკავშირებით და როდის გაიხსნება ისინი.

onalem

ტესტ