fbpx
საბერძნეთი

ბერძნებს მუსულმანი ტურისტები თალიბანები ეგონათ და განყოფილებაში გადაიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციით, კალამატაში ევროპის 13 მოქალაქე ვინაობის გადამოწმების და დოკუმენტების ნამდვილობის დადგენის მიზნით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მათი ადგილზე გამოჩენისთანავე სოციალურ მედიაში აიტვირთა ფოტოები და წერდნენ, რომ კალამატაში თალიბანები იმყოფებოდნენ, თუმცა, რეალურად, ისინი უბრალოდ ტურისტები იყვნენ.

ცნობილი გახდა, რომ ტურისტები არიან საფრანგეთისა და გერმანიის მოქალაქეები, თუმცა, რელიგიით მუსულმანები. გამომდინარე აქედან, გაჩნდა ეჭვები და ოფიცრებმა დოკუმენტების ნამდვილობა გადაამოწმეს. მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ მათ კავშირი არ აქვთ თალიბანებთან, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს.

კალამატას მოსახლეობის ნაწილმა ისიც კი იფიქრა, რომ ავღანელები საბერძნეთში ამ გზით შემოჰყავთ და ეს მიზანმიმართული გეგმაა.

onalem

ტესტ