fbpx
საბერძნეთი

რა გველის საბერძნეთში სექტემბრიდან?! ექსპერტთა შემაშფოთებელი პროგნოზი

ბერძენი პროფესორები ვარაუდობენ, რომ სექტემბერში ქვეყანაში შესაძლოა სავალალო მდგომარეობა გვქონდეს, ვინაიდან აგვისტოს თვის ბოლოს სახლებში დაბრუნებული ხალხი ვირუსის გავრცელებას დაიწყებს.

“აგვისტოს თვეში დასასვენებლად წასული ხალხი დაბრუნდება და დაფიქსირდება ვირუსის გავრცელების ტენდენციის ზრდა. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი პიკს 16-20 აგვისტოსთვის მიაღწევს და ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლაც განხორციელდება.

თუ ყველა არ ავიცრებით, არსებობს დიდი შანსი, რომ სექტემბრიდან ოქტომბრამდე დღეში 10.000 შემთხვევაც კი გვქონდეს. არსებობს ორი არჩევანი – ან ვიცრებით, ან ვინფიცირდებით. არ არსებობს რაიმე სხვა. 

ჩანს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვერ იაზრებს სიტუაციის სირთულეს. თუ ნახავთ ΕΟΔΥ-ს მონაცემებს, ატიკაში ინფიცირებულთა თითქმის 20% ვლინდება, რამდენი ტესტიც უნდა ჩატარდეს. ეს ნიშნავს, რომ საზაფხულო შვებულების დასრულების შემდეგ აუცილებლად ვიხილავთ ერთგვარ “აფეთქებას” – აცხადებს პროფესორი ნიკოს თომაიდი.

ამ დროისთვის საბერძნეთში აცრილია 11.247.943, საიდანაც ორივე დოზა მიღებული აქვს 5.668.041-ს.

onalem

ტესტ