fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: უცხოელი ტურისტების მისტიური სიკვდილი 31 დეკემბერს

ორი გერმანელი ტურისტი საცხოვრებელ ბინაში 31 დეკემბერს, ახალი წლის წინა დღეს, გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნული ბინა მათ ადგილობრივისგან ჰქონდათ ნაქირავები, Airbnb-ის მეშვეობით. ეს არის სერვისი, რომელსაც ხშირად იყენებენ ბერძნები, ტურისტებისთვის საკუთარ სახლში ოთახის ან მთლიანად ბინის მისაქირავებლად.

შემთხვევა კუნძულ კეფალონიაზე, ერთ-ერთ სოფელში მოხდა და ადგილობრივი მედია ადასტურებს, რომ ტურისტები გერმანელები არიან. თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ ქალი ბულგარეთის მოქალქეა.

საქმე იდუმალებით არის მოცული, რადგან მათ სხეულებს ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნებათ და ასევე, არც ბინას ეტყობა, რომ ის მესამე პირიც იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით წყვილი 30-35 წლამდეა. მამაკაცი დივანზე იპოვეს გარდაცვლილი, ხოლო ქალი სააბაზანოში. ისინი ბინის პატრონმა 1 იანვარს დილით აღმოაჩინა, როდესაც დასალაგებლად მივიდა. თავდაპირველად ეგონა, რომ წყვილი სახლიდან უკვე წასული იყო, რადგან ქირა გადახდილი ჰქონდათ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ წვილმა გერმანიაში ოქტომბრის თვეში მანქანა იქირავა, რომელიც უკან აღარ დაუბრუნებიათ, ამიტომ მანქანა რეგისტრირებული იყო, როგორც მოპარული. ასევე გაყალბებული ჰქონდათ მართვის მოწმობები.

სოფელში მათ ბინა 26 დეკემბერს, სამი დღით იქირავეს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მანამდე სხვა ბინა ჰქონდათ ნაქირავები, თუმცა, შეცვლა გადაწყვიტეს.

ANT1 TV-ის მიხედვით, შესაძლოა საქმე რიტუალურ თვითმკვლელობასთან გვქონდეს.

ცხედრები ექსპერტიზაზე პატრასში გადააგზავნეს. რამდენიმე დღეში სიკვიდლის კონკრეტულ მიზეზებზე გამომძიებელი ისაუბრებს.

onalem

ტესტ