fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ტრაგედია თესალონიკში: ქალს ერთდროულად ორი მანქანა დაეჯახა

დღეს დილით თესალონიკის ცენტრში ტრაგედია დატრიალდა. მოხუცი ქალი საშინელი ავარიის მსხვერპლი გახდა.

კერძოდ, thestival.gr-ის ინფორმაციით, ინციდენტი ეგნატიას ქუჩაზე, დაახლოებით 06:40 საათზე მოხდა. 73 წლის ქალის გზაზე გადასვლის მცდელობა მისი სიკვდილით დასრულდა. მას ორი მანქანა ერთდროულად დაეჯახა.

პირველად მას გზაზე მომავალი ფურგონი დაეჯახა, რომელმაც უკანა მხარეს გადააგდო, საიდანაც ტაქსი მოდიოდა. სწორედ ამიტომ, ქალს ტაქსიც დაეჯახა და რამდენიმე მეტრში გადააგდო.

ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს და ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი სიკვდილი დადასტურდა.

onalem

ტესტ