fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: 1 იანვრიდან 4 ცენტი თითოეული ცელოფნის პარკისთვის

ახალ წელთან ერთად საბერძეთის მოსახლეობას ახალ წესთან შეჩვევა მოუწევს. 1 იანვრიდან სუპერმარკეტებში გარემოს დაცვის საფუძველზე შემუშავებული ზომების მიხედვით, ცელოფნის პარკები 4 ცენტი ღირს. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ მოსახლეობამ მათი მოხმარება შეამციროს.

მართალია 1 და 2 იანვარს სუპერმარკეტში ვერ შეხვიდოდით, თუმცა, თქვენს ჩეკზე ოთხშაბათიდან აუცილებლად გამოჩნდება ნამატი, თუკი ცელოფნის პარკებს კვლავ უხვად აიღებთ.

ათენი მიზნად ისახავს 2020 წლამდე თითოეული ადამიანის მიერ პარკების მოხმარება 75%-ით შემცირდეს, ხოლო 2025 წლისათვის 90%-ით.

ბერძნები სხვა ევროპული ქვეყნების მოსახლეობასთან შედარებით ორჯერ მეტ ცელოფნის პარკს იყენებენ. ისინი გამოსადეგია როგორც საყიდლების, ასევე ნაგვის გადასაყრელადაც.

საშუალოდ ბერძენი წლის მანძილზე 242-დან 363-მდე პარკს იყენებს.

როგორც ცნობილია, 2019 წლისათვის ცელოფნის პარკის ფასი 7 ცენტამდე გაიზრდება.

onalem

ტესტ