fbpx
საზოგადოება

მშობლები მის ფეხმძიმობას არ ეგუებოდნენ და საბერძნეთში ამიტომ ჩამოვიდა – დეტალები 20 წლის ქართველ გოგონაზე

საბერძნეთის პოლიციისთვის 20 წლის ქართველი გოგონას მიერ მიცემული ჩვენების დეტალებს მედია აქვეყნებს. როგორც ირკვევა, ის საბერძნეთში ცოტა ხნის წინ, ოჯახთან უთანხმოების გამო ჩამოვიდა.

Protothema.gr-ის მიხედვით, გოგონა საქართველოში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და როდესაც მშობლებმა მისი ფეხმძიმობის შესახებ გაიგეს, ამ ფაქტს არ შეეგუვნენ. გამომდინარე აქედან, წარმოიშვა უთანხმოება და იძულებული გახდა, საზღვარგარეთ წამოსულიყო, რათა შვილი გაეჩინა.

როგორც ჩანს, ახალგაზრდას იმედი ჰქონდა, რომ საბერძნეთში სამსახურსაც იშოვიდა და შვილის გაზრდას შეძლებდა, თუმცა, სასოწარკვეთის ფონზე, 6 დღის დაბადებული ბავშვი ნაგავში ჩააგდო.

გოგონა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, რამაც აღნიშნულ ქმედებებამდე მიიყვანა.

პროკურორის გადაწყვეტილება სულ მალე გახდება ცნობილი, რაც ბავშვისა და მის ბედს გადაწყვეტს.

ახალშობილი ბიჭი კი კალამატას საავადმყოფოში რჩება და მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

onalem

ტესტ