fbpx
საზოგადოება

ათენი: ავტობუსის მძღოლმა ემიგრანტი მამაკაცი აიძულა სკამიდან ამდგარიყო, რომ სხვა ქალი დამჯდარიყო

წარმოუდგენელი ინციდენტი ათენის ერთ-ერთ ავტობუსში დღეს ნაშუადღევს მოხდა. ერთ-ერთ მგზავრს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ორივე სკამი ჰქონდა დაკავებული, ვინაიდან წესით და რიგით, გვერდიგვერდ არ სხდებიან მგზავრები, აკრძალვის გამო.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთმა ქალმა მოითხოვა, რომ დამჯდარიყო ცარიელ სკამზე, ვინაიდან ავტობუსში მაინც ბევრი ხალხი იყო და დისტანციის დაცვა ვერ ხერხდებოდა. ემიგრანტმა მამაკაცმა მას ამის უფლება არ მისცა, რის  შედეგადაც ქალმა დახმარება მძღოლს სთხოვა, რომელიც მივიდა და მამაკაცს კატეგორიულად მოსთხოვა ამდგარიყო და მისი ადგილი ქალს დაეკავებინა.

“ადექი ახლავე, რომ ქალბატონი დაჯდეს. აქ ბრძანებებს მე გავცემ,” ამბობდა ის.

onalem

ტესტ