fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი: პოლიციამ ემიგრანტები ბინებიდან გამოაძევა – ვიდეო, როგორ ასახლებენ მათ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ათენის ცენტრში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. ვრცელდება კადრები, როგორ გამოჰყავთ ოფიცრებს ემიგრანტები (უმეტესად სირიელები) ჩემოდნებით სახლებიდან და პოლიციის ავტობუსებში სვამენ.

ექსარხიის ტერიტორიაზე სახლები საერთო ჯამში 130-მდე ემიგრანტს დაატოვებინეს, რადგან ისინი იქ უკანონოდ იყვნენ შეჭრილები და მეპატრონეებმა უჩივლეს.

ოპერაცია განხორციელდა სამ შენობაში. მათი უმეტესობა ორ მათგანში ცხოვრობდა, სპირო ტრიკუპის ქუჩაზე. ნაწილი გამოიყვანეს კალიდრომიუს და ფოტილას ქუჩებზე მდებარე ბინებიდანაც.

იხილეთ ვიდეო, როგორ სვამენ ბერძენი პოლიციელები ემიგრანტებს ლურჯ ავტობუსებში.

onalem

ტესტ