fbpx
საზოგადოება

კარპათო: ორი მყვინთავის საბედისწერო შეცდომა, რომელსაც ორივე შეეწირა

გუშინ კუნძულ კარპათოდან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ წყალქვეშა ქვაბულში დაკარგული ორი უცხოელი მყვინთავი გარდაცვლილები იპოვეს. ისინი დაახლოებით 45 მეტრის სიღრმეზე იყვნენ ჩასულები. 30 წლის ირანელი და 65 წლის ჩეხი გამოცდილ მყვინთავებად ითვლებოდნენ… რის გამო დაასრულეს საკუთარი სიცოცხლე საბერძნეთის წყლებში?!

საბედისწერო შეცდომის შესახებ, რომელიც მათ კვლევის ჩატარებისას დაუშვეს, მესამე ბერძენი ადგილობრივი მყვინთავი საუბრობს. ის მათთან ერთად იყო და როგორც ამბობს, უბრალოდ სასწაულით გადარჩა.

“მათი საბედისწერო შეცდომა ის იყო, რომ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არ დაიცვეს. იცოდნენ, რომ ჟანგბადი ასეთ სიღრმეებზე საკმარისი არ იქნებოდა, თუმცა, გარისკეს და უფრო და უფრო ქვემოთ ჩადიოდნენ. საბოლოოდ კი, მოხდა ისე, რომ ქვაბულიდან გამოსასვლელი ვერ იპოვეს და ამასობაში ჟანგბადი გაუთავდათ. როცა ვიპოვეთ, გასასვლელიდან დაახლოებით 5 მეტრში იმყოფებოდნენ. ჩანს, რომ ორიენტაცია დაკარგეს და პანიკაში ჩავარდნენ. 65 წლის მყვინთავი უფრო გამოცდილი იყო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილი კარპათოსზე, ძალიან ვიწრო ქვაბული, სადაც წესით არ უნდა შესულიყვნენ უსაფრთხოების ზომების გარეშე,” ამბობს ის.

onalem

ტესტ