fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

”ჩემი შვილის გამო სამართალს ვითხოვ და აქ ვიქნები ყოველ დღე” – გარდაცვლილი 18 წლის გოგონას დედა

პეტრუპოლში მომხდარი ტრაგედიის გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მედია ამ საქმის გაშუქებას აგრძელებს.

გარდაცვლილი 18 წლის გოგონას დედა ახალ განცხადებებს აკეთებს. Alpha-ს კამერებთან ის ამბობს, რომ მის ყოფილ მეუღლეს საკუთარი შვილის მოკვლა წინასწარ ჰქონდა განზრახული. ამის დასამტკიცებელ არგუმენტად კი მესიჯი მოჰყავს, რომელიც მამამ შვილს გაუგზავნა. იქ კი ეწერა, რომ იმ დღიდან მისი ცხოვრება დრამატულად წარიმართებოდა. ქალის თქმით, მესიჯი მკვლელობამდე ორი დღით ადრე იყო გაგზავნილი.

პარასკევს გარდაცვლილი გოგონას პარტნიორმაც განაცხადა, რომ ის მამის მხრიდან საშინელ ზეწოლას განიცდიდა.

onalem

ტესტ