fbpx
კრიმინალისაზოგადოება

15 თვიანი ძებნის შემდეგ, ემიგრანტი ქალი ათენის სასაფლაოზე არაადამიანურად დამარხული იპოვეს

60 წლის ემიგრანტ ქალს, რომელიც ათენში ცხოვრობდა, 15 თვის მანძილზე ეძებდნენ. აგელიკი ნიკოლულის გადაცემის საშუალებით კი მისი ოჯახისთვის ტრაგიკული ამბის შესახებ გახდა ცნობილი.

60 წლის ალისია კლიმეკი პოლონეთიდან იყო. ის 2017 წლის დეკემბერში გაუჩინარდა და რამდენიმე დღის წინ ათენის ნიკეას სასაფლაოზე პლასტმასის კუბოთი, ვერტიკალურად დამარხული იპოვეს.

მისი ცხოვრების ისტორია ირონიით და დიდი ტრაგიზმით არის სავსე.

მას კონტაქტი ნათესავებთან ბოლოს 2017 წლის 4 დეკემბერს ჰქონდა. მას შემდეგ ოჯახმა პოლონეთის პოლიციას მიმართა და ქალი დაკარგულად გამოაცხადეს. შემდეგ დაუკავშირდნენ მის მეგობარსაც, რომელიც ათენში ცხოვრობს და მან აგელიკი ნიკოლულის გადაცემის ჯგუფს ფეისბუქის საშუალებით სთხოვა დახმარება.

გამოძიებამ გაარკვია, რომ 2017 წლის 10 დეკემბერს ომონიიდან, კერძოდ, ვათის სკვერიდან, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზარი მიიღო, რომ იქ დაახლოებით 60 წლის ქალს გულის შეტევა ჰქონდა. ის მძიმე მდგომარეობაში პატისიონზე მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

შემდეგ მისი გვამი მორგში მოათავსეს, თუმცა, ყოველგვარი საბუთების გარეშე, რადგან სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, ალისიას ჩანთა მოპარეს, სადაც პასპორტი და ყველა საჭირო დოკუმენტი ედო. ამიტომ, მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

მისი გოგონა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, ვერანაირად ვერ არკვევდა დედის ადგილსამყოფელს.

აგელიკი ნიკოლულის ჯგუფი დაუკავშირდა ათენის კვლევით ცენტრს და მისი ოჯახის წევრების დნმ გარდაცვლილი ქალის დნმ-ს შეადარეს.

1 წლისა და სამი თვის შემდეგ, ომონიის პოლიციის განყოფილებიდან ოჯახს მიუვიდა ინფორმაცია, რომ მათი ნათესაური კავშირი დადასტურდა.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მნიშვნელოვან ამბავს ფარდა აეხადა, მათთვის ახალი გოლგოთა დაიწყო. სასაფლაოზე მისვლისას, საფლავისა და სასახლის ნაცვლად, ნაგავსაყრელი დახვდათ. ქალის ცხედარი კი პლასტმასის კუბოში იყო მოთავსებული და ჰორიზონტალური მდგომარეობის ნაცვლად, ვერტიკალურად იყო დაკრძალული.

ოჯახი გარდაცვლილის არაჰუმანური გზით, არაადამიანურ პირობებში დაკრძალვის გამო ჩივის.

 

onalem

ტესტ