fbpx
საზოგადოება

ათენი: გოგონას სახლამდე აედევნა უცხო მამაკაცი, რომელიც სასქესო ორგანოს დემონსტრირებას ცდილობდა

შოკისმომგვრელი შემთხვევა ათენში, ნეა სმირნიში მოხდა. ახალგაზრდა გოგონას აედევნა მამაკაცი, რომელსაც გახსნილი ჰქონდა შორტი და სასქესო ორგანოს დემონსტრირებას ცდილობდა. ის ამ მდგომარეობაში მისდევდა გოგონას.

ამ დროისთვის მამაკაცი უკვე დაკავებულია და ირკვევა, რომ ის მანამდეც იყო მსგავს ქმედებაში შენიშნული. გავრცელდა კადრები, რომელიც იმ კორპუსის კამერამ დააფიქსირა, სადაც გოგონა ცხოვრობს. ის გვიან ღამით შედის შიგნით, კეტავს კარს და ადის სახლში, ამ დროს კორპუსს უახლოვდება მამაკაციც, ამოწმებს შეძლებს თუ არა კარის გაღებას და როცა ხვდება, რომ დაკეტილია, იქაურობას ტოვებს.

ცხადია, ის ეხება კარს, ამიტომ აიღეს თითის ანაბეჭდები, გარდა ამისა, მისი სახე და აღნაგობა კარგად ჩანს კამერაზე.

ირკვევა, რომ კამერა თავად გოგონას ეკუთვნის და ჩანაწერზე პირდაპირი წვდომა აქვს, ამიტომ პოლიციას მყისიერად მიაწოდა.

onalem

ტესტ