fbpx
საზოგადოება

“განა შეიძლება, შობაზე ფიქრი?! თუ არ აიცრებით, დაივიწყეთ დღესასწაულები” – მატინა პაგონი

პროფესორმა, მატინა პაგონიმ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სისტემა ნამდვილ ბრძოლაშია და აღნიშნა, რომ პანდემიის კურსის გამო შობა-ახალი წლის პერიოდი საკმაოდ რთული იქნება.

პაგონიმ შეშფოთება გამოთქვა ამჟამინდელ რიცხვებთან დაკავშირებით, რადგან მხოლოდ გუშინ, კვირა დღეს, კორონავირუსით 80 ადამიანი დაიღუპა. მან რიტორიკული კითხვა დასვა დღესასწაულებთან მიმართებაში:

“როგორ შეიძლება ვინმემ დღესასწაულების ბევრი სტუმრით აღნიშვნაზე იფიქროს, როცა ამდენი ინფიცირებული და გარდაცვლილი გვყავს. ბოლო ორი წლის გამოცდილებით, არ არის საჭირო, რომ მოქალაქეებს ვინმემ მიუთითოს, რა როგორ აღნიშნონ. მაგიდასთან რამდენიმე ადამიანი უნდა იყოს და დაიცვან უსაფრთხოების ზომები.

თუ არ აიცრებით, დაივიწყეთ დღესასწაულები! ვაქცინაცია აუცილებელია, რომ ეს გვერდი დავხუროთ და წინ წავიწიოთ. მდგომარეობა რთული რჩება და დეკემბერში კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან მოიმატებს გრიპით ინფიცირების შემთხვევებიც. გვჭირდება იმუნიტეტის ძლიერი კედელი,” აცხადებს პროფესორი.

შეგახსენებთ, რომ ახალი ზომები, რომლებიც საბერძნეთის მთავრობამ რამდენიმე დღის წინ მიიღო, არ მოიხსნება შობა-ახალი წლის პერიოდში.

onalem

ტესტ