fbpx
საზოგადოება

WIZZ AIR-ი ბარგის პოლიტიკას ცვლის, საბაზისო ბილეთში მხოლოდ მცირე ზომის ჩანთა შევა

ავიაკომპანია WIZZ AIR-ი ბარგის და ხელბარგის პოლიტიკას ცვლის. მგზავრებს ბორტზე უფასოდ მხოლოდ მცირე ზომის ჩანთის (40x30x20 სმ) ატანა შეეძლებათ. 1 ნოემბრიდან, Basic ბილეთში სწორედ მხოლოდ ეს ერთი ჩანთა შევა.

შესაბამისად, სტანდარტული 10 კგ-იანი გორგოლაჭიანი ჩემოდნით (55-40-23სმ) მგზავრობა ფასიანი გახდება. მომხმარებელს Wizz Priorirty-ს სერვისით სარგებლობა მოუწევს, რომლის ღირებულებაც 5 ევროდან იწყება.

გარდა ამისა, Wizz Air მგზავრებს 20 და 32 კგ-იან რეგისტრირებულ ბარგთან ერთად, 10-კგ-იან ბარგსაც სთავაზობს. მისი ფასი რეისის მიხედვით, 7 ევროდან იწყება.

Wizz Air ქუთაისიდან დაფრინავს პარიზის, რომის, ათენის, ბარსელონას, პრაღის, ბუქარესტის, ვარშავის, კატოვიცეს, ბერლინის, დორტმუნდის, მემინგემის, ვილნიუსის, ლარნაკას, ბუდაპეშტის, თესალონიკის, მილანის, ლონდონის, ვროცლავის და რიგის მიმართულებით. 15 ნოემბრიდან – ქუთაისი-ვენის მიმართულებით შესრულდება პირველი პირდაპირი ფრენა, ხოლო 2019 წლის აპრილიდან – გდანსკის მიმართულებით.

 

წყარო: www.tabula.ge

onalem

ტესტ