fbpx
საბერძნეთი

ათენი: 6.000 პოლიციელი, დრონები, ვერტმფრენი და წყლის ჭავლის ტექნიკა 17 ნოემბერს

ოთხშაბათს, 17 ნოემბერს, ათენში საგანგებო მდგომარეობა იქნება, რომელიც ცხადია, “პოლიტეხნიოს” დღეს უკავშირდება. სამოქალაქო დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ პოლიცია განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს და უზრუნველყოფენ, რომ თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი დაძაბულობა.

უფრო კონკრეტულად, ათენის მასშტაბით იმუშავებს დამატებით 6.000 პოლიციელი, ასევე ვერტმფრენი და დრონები. მობილიზებული იქნება წლის ჭავლის ტექნიკაც, იმ შემთხვევისთვის, თუ რაიმე სახის სერიოზულ დაპირისპირებას ექნება ადგილი.

პოლიციას დრონების საშუალებით მუდმივად ექნება ცოცხალი კადრები, რომელთა მიხედვითაც იმოქმედებენ. ოფიცრები განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებენ საელჩოებთან და ყველა სამთავრობო შენობასთან. ამას გარდა, აქტიური კონტროლი განხორციელდება უნივერსიტეტებთან.

მოსალოდნელია, რომ შეზღუდვები იყოს ტრანსპორტის გადაადგილებაზეც, თუმცა, ამასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

onalem

ტესტ