fbpx
საბერძნეთი

კიდევ სად განიხილება სრული იზოლაცია?! – ახალი გეგმა საბერძნეთის მთავრობის მაგიდაზე

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის მთავრობამ ზომები გაამკაცრა ასპროპირგოსში, მანდრასა და ელევსინაში. შესაბამისად, ამოქმედდა სრული კარანტინი, დაიკეტა ყველა ის დაწესებულება, რომელიც ახლა გაიხსნა და მუშაობა შეჩერდა Click Away-ს გზით ვაჭრობაც.

ირკვევა, რომ პირველ ეტაპზე ზომების მიღება მოხდა დასავლეთ ატიკაში, თუმცა, ამჟამად მთავრობის მაგიდაზე განსახილველად დევს ჩრდილოეთ საბერძნეთის საკითხიც. ნიკოს ხარდალიასმა უკვე აღნიშნა, რომ სრული იზოლაცია ამოქმედდება იქ, სადაც ამის განსაკუთრებული საჭიროება იარსებებს, რადგან ვირუსის გავრცელება არ ცხრება და არ ჩანს შედეგები.

კერძოდ, ტერიტორიები, რომლებშიც მოსალოდნელია კარანტინის გამკაცრება და ყველაფრის დახურვა, არის შემდეგი:

კილკის, ქსანთი, პიერია, დრამა, თესალონიკი, კოზანი, როდოპი, გრევენა, პელა, ლარისა.

თუკი გადაწყვეტილება მიღებულ იქნება, დაიკეტება სილამაზის სალონები, წიგნების მაღაზიები, აიკრძალება გადაადგილება საღამოს 18:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე და გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის, ვინც მუშაობს და ექნება ოფიციალური საბუთი დამსაქმებლისგან.

onalem

ტესტ