fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

პოლიციელები ათენის ავტობუსებსა და მეტროსადგურებში – რა ზომებს იღებს ხელისუფლება?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობა, უსაფრთხოების მიზნით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. საუბარია საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რომლებზე თავდასხმაც ბოლო პერიოდის მანძილზე განსაკუთრებულად გახშირდა.

კერძოდ, საბერძნეთის პოლიციამ და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმძღვანელობამ ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზარდონ კონტროლი ავტობუსებსა და სხვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე. რას გულისხმობს ეს?!

ოფიცრები განაწილდებიან ავტობუსების გაჩერებებზე, მეტროსადგურებში და ექნებათ გარკვეული გეგმა, რომლის მიხედვითაც ტრანსპორტში შემოწმებას განახორციელებენ. ეს არ გულისხმობს, მგზავრებთან უშუალო კონტაქტს, საბუთების ან ბილეთის მოთხოვნას, არამედ პოტენციური დამნაშავეების განსაზღვრასა და დანაშაულის პრევენციას.

პატისიონზე, ექსარხიასა და ათენის კიდევ რამდენიმე ცხელ წერტილში, ტრანსპორტზე ხორციელდება პირდაპირი თავდასხმა, ასევე მძღოლებზე, რომლებიც ხშირად ხდებიან ძარცვის ან ფიზიკური დაპირისპირების მსხვერპლი.

აღნიშნული ადგილები მაქსიმალურად გაკონტროლდება პოლიციის მიერ.

 

onalem

ტესტ