fbpx
კატეგორიის გარეშე

“მომდევნო 48 საათი საბერძნეთისთვის განსაკუთრებით კრიტიკულია” – ბერძენი სეისმოლოგები

“ბიძგებმა გავრცელება კორინთიაკოს რეგიონში დაიწყო. მოსახლეობა გუშინდელი მიწისძვრის შემდეგ ჯერ კიდევ შოკშია. 5.3 ბალიანი მიწისძვრის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, დაფიქსირდა მომდევნო ბიძგებიც, თუმცა, მათ შორის მაქსიმალური ძალა მხოლოდ ერთს, 3.5 ბალი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ატიკის რეგიონი და ზოგადად დასავლეთ საბერძნეთი სეისმურად აქტიურია,” აცხადებს ათენის გეოდინამიკური ისნტიტუტის ხელმძღვანელი.

ბერძენი სეისმოლოგებით თქმით, მომდევნო 48 საათი საბერძნეთისთვის განსაკუთრებით კრიტიკულია, რადგან სწორედ ამ პერიოდში შეიძლება დაფიქსირდეს კიდევ რამდენიმე მიწისძვრა. თუმცა, როგორც ისინი ხაზგასმით ამბობენ, პანიკის საფუძველი არ არის, რადგან ისინი დამანგრეველი არც ერთ შემთხვევაში არ იქნება.

გალაქსიდის ტერიტორია, სადაც გუშინ 5.3 ბალიანი მიწისძვრა მოხდა, ამ დროისთვისაც დაკვირვების ქვეშ არის.

onalem

ტესტ