fbpx
საბერძნეთი

რეგიონები, სადაც მომდევნო ორი დღის მანძილზე უხვი ნალექია მოსალოდნელი – ბერძენი სინოპტიკოსების პროგნოზი

საბერძნეთში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით უკვე დაეცა და როგორც ცნობილია, მოსალოდნელია ამინდის გაუარესების მომდევნო ტალღა, რომელიც პარასკევსა და შაბათს გააქტიურდება. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს რეკომენდაციას, რომ კონკრეტულ რეგიონებში მოსახლეობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

კერძოდ, წარმოდგენილია რამდენიმე რეგიონი, სადაც მოსალოდნელია, რომ შედარებით დიდი რაოდენობის ნალექი მოვიდეს და სწორედ აღნიშნულ ტერიტორიებზე უმჯობესი იქნება, თუ მოსახლეობა სათანადოდ ინფორმირებული იქნება:

ეპტანისა (იგულისხმება იონიის ზღვის კუნძულებუ: კერკირა, ზაკინთოს, კეფალონია, ლეფკადა და ა.შ.), პელოპონისოს, სტერეა, ევია, სპორადესის კუნძულები, თესალია, იპიროს, მაკედონია, თრაკი, ეგეოსის ზღვის კუნძულები.

სინოპტიკოსთა ვარაუდით, მოსალოდნელია ძლიერ ქარიც და ნალექთან ერთად, გამორიცხული არ არის, რომ გვქონდეს წყალდიდობის შემთხვევები.

“თუ გვინდა, რომ უფრო მეტად დავკონკრეტდეთ, აღვნიშნავთ, რომ სიფრთხილე საჭიროა თესალონიკში, ხალკიდიკიში, კავალაში, ალექსანდრუპოლში, ლესვოსზე, ხიოსზე, ლიმნოსზე, სამოსსა და იკარიაზე,” აცხადებს იანის კალიანოსი.

onalem

ტესტ