fbpx
საბერძნეთი

მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი მიმდინარე კვირაში საბერძნეთში – ჰაერი 28 გრადუსამდე გათბება

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში მიმდინარე კვირაში კვლავ მზიანი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა, გაძლიერდება ჩრდილოეთის ქარი, რომელიც განსაკუთრებით ძლიერი იქნება ეგეოსის ზღვის ტერიტორიაზე. კლეარხოს მარუსაკი ასევე გაფრთხილებას აგზავნის სიმშრალის შესახებ, რაც ქართან ერთად, იდეალურ პირობებს ქმნის ხანძრის გაჩენისთვის და ამ მხრივ, მოსახლეობას ყურადღებისკენ მოუწოდებს.

როგორც ირკვევა, მთელი კვირის მანძილზე მოსალოდნელია 25-დან 28 გრადუსამდე, რაც სეზონისთვის შედარებით მაღალი ტემპერატურაა და მაისის თვისთვის უფროა დამახასიათებელი, ვიდრე აპრილისთვის.

ატიკის რეგიონში დღეს ტემპერატურა 13-დან 24 გრადუსამდე იმერყევებს, თესალონიკში კი, 11-დან 23 გრადუსამდე.

თესალიაში მოსალოდნელია 8-დან 4 გრადუსამდე, დოდეკანესის კუნძულებზე 13-დან 23 გრადუსამდე, პელოპონისოში 24 გრადუსამდე. მაკედონიასა და თრაკიში ჰაერი 23 გრადუსამდე გათბება.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, პარასკევის ჩათვლით ამინდის რადიკალური ცვლილება არ არის მოსალოდნელი.

onalem

ტესტ