fbpx
საბერძნეთი

“რა აზრი აქვს კაფეების და ტავერნების დაკეტვას, როცა ქუჩაში ყოველდღე წვეულებებია” – კარანტინის შედეგები პატრაში

როგორც ჩანს, პატრასი კორონა-წვეულებების ქალაქად იქცა. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი საზოგადოება შეშფოთებულია იმ ყველაფრით, რაც ქალაქის ცენტრში ხდება, თანაც უკვე სისტემატიურად.

კაფეებისა და ტავერნების მფლობელები კითხულობენ, რა აზრი აქვს დაკეტილი იყოს მათი დაწესებულებები, იმის პარალელურად, რომ ხალხი მუდმივად იკრიბება და წვეულებებს აწყობენ ქუჩებში, ყოველგვარი დისტანციის და უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე.

კადრები ინტერნეტში სწორედ მათ ატვირთეს, რათა ცხადი გახდეს, რა შედეგები აქვს ჩაკეტილობას, რომელსაც ხალხი ვეღარ უძლებს და უკვე ქუჩებში გამოდიან გასართობად.

onalem

ტესტ