fbpx
საზოგადოება

“პატივი ეცით ოჯახურ სირთულეებს და ჩემს შვილს” – გიორგოს პატულის

ატიკის რეგიონალური გუბერნატორი, გიორგოს პატული კიდევ ერთხელ ცდილობს, რომ მეუღლის გარდა, ჟურნალისტებსაც შეაწყვეტინოს თავის ქორწინებაზე საუბარი.

“მთელი ჩემი მეცნიერული, პირადი და პოლიტიკური კარიერის მანძილზე, მუდმივად ვცდილობდი შემესრულებინა ჩემი მოვალეობები, პასუხისმგებლობები, როგორც ოჯახის, ასევე მოქალაქეების მიმართ.

ახლაც ამას ვაკეთებ, როგორც მამა და როგორც გუბერნატორი, როგორც ექიმი და როგორც ათენის დამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტი, ვებრძვი პანდემიას, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ოჯახი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს თავის ყოველდღიურობას. 

ვფიქრობ, რომ ის პირადული თემები, რომლებზეც ბოლო პერიოდში მიმდინარეობს საუბარი, მეხება მხოლოდ და მხოლოდ მე და ჩემს ოჯახს. მიუხედავად დიდი პატივისცემისა მედიის მიმართ, ვითხოვ, რომ პატივი სცეთ ოჯახურ სირთულეებსა და ჩემს შვილს და შეწყვიტეთ ამ ყველაფერზე საუბარი,” თქვა გუბერნატორმა.

მარინა პატული სასოწარკვეთილია და გამომდინარე იქიდან, რომ ქმარი 2.5 თვეა მასთან კონტაქტზე არ გამოდის, ფაქტობრივად, საჯაროდ ეძებს მას და სთხოვს, რომ სახლიდან წასვლის მიზეზი მაინც უთხრას.

onalem

ტესტ