fbpx
პოზიტივისაზოგადოება

კრეტელი მამაკაცი ეკლესიაში ნათლობაზე მივიდა და საკუთარ ქორწილში აღმოჩნდა

სიტყვა “სიურპრიზი” საკმარისი არ არის იმ მდგომარეობის აღსაწერად, რომელშიც კრეტელი მამაკაცი გასულ შაბათს ჩავარდა.

როგორც ირკვევა, ხანიაში, კერძოდ, აპოკორონოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბიზნესმენს, მანოლის მანიატაკის, მეუღლემ, იულია ვრონტაკიმ უთხრა, რომ შაბათ დღეს ბავშვს ნათლავდა და სთხოვა, რომ ისიც გაჰყოლოდა. თუმცა, ისიც დასძინა, რომ გარკვეული საქმეების მოსაგვარებლად თავად ადრე უნდა გასულიყო, მანიატაკის კი შეეძლო, რომ შედარებით გვიან მისულიყო ეკლესიაში.

ასეც მოხდა, მანიატაკი ეკლესიაში დაგვიანებით მივიდა და ნათლობის ცერემონიის ნაცვლად, მეუღლე საპატარძლო კაბაში გამოწყობილი იხილა, რამდენიმე წამში კი, გააცნობიერა, რომ სიძე თავად იყო და საკუთარ ქორწილში აღმოჩნდა.

“კეთილი იყოს შენი მოსვლა ჩვენს ქორწილში,” უთხრა იულიამ და ნათლობის ნაცვლად, ქორწილი შედგა.

როგორც ირკვევა, წყვილი დიდი ხანია ერთად ცხოვრობს და ხელიც მოწერილი აქვთ, თუმცა, ჯვარი არ ჰქონდათ დაწერილი. აქედან გამომდინარე, ქალბატონმა იულიამ ქმარს ცხოვრების საუკეთესო სიურპრიზი მოუწყო.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ