fbpx
საზოგადოება

“მადლობა საბერძნეთო” – უკრაინიდან საბერძნეთში 3.000-ზე მეტი დევნილი შემოვიდა

საბერძნეთში უკრაინელი ლტოლვილების შემოყვანა გრძელდება. ომს გამოქცეულ ადამიანებს საბერძნეთი ბინადრობის 1 წლიანი ნებართვით უზრუნველყოფს, რომლის საშუალებითაც ისინი მუშაობასაც შეძლებენ.

არსებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინიდან 451 ადამიანი შემოვიდა საბერძნეთში, საიდანაც 906 არასრულწლოვანია.

კერძოდ, პრომახონადან შემოვიდა 283 უკრაინელი, ათენის საერთაშორისო აეროპორტიდან 86, თესალონიკის აეროპორტიდან 49, დანარჩენი კი სხვადასხვა სახმელეთო საზღვრებიდან.

უკრაინელი ლტოლვილები საბერძნეთს მიღებისა და გვერდში დადგომისთვის უღრმეს მადლობას უხდიან. საერთო ჯამში მათი რიცხვი ამ დროისთვის 3.000-სს აჭარბებს.

onalem

ტესტ