fbpx
კრიმინალი

“დავხოცე, რადგან ქირას არ მიხდიდნენ” – 61 წლის ბერძენმა ცოლ-ქმარს ესროლა, ბავშვები კი დაახრჩო

როგორც უკვე ცნობილია, ანდრავიდაში მომხდარი სასტიკი მკვლელობა გაიხსნა. 61 წლის ბერძენმა, რომლისგანაც ოჯახი ბინას ქირაობდა, დანაშაული აღიარა.

ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იარაღით არის მოკლული, ხოლო მცირეწლოვნები (1 და 2 წლის) სასუნთქი გზების დახშობით დაიხოცნენ, ანუ 61 წლის ბერძენმა ისინი გაგუდა.

დაკავებულმა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ოჯახი ბინის ქირას არ უხდიდა და ამიტომ დახოცა. როგორც ირკვევა, ის ორჯერ იყო დაქორწინებული და ოჯახი ორჯერვე დაენგრა, ჰყავს ქალ-ვაჟი, ორივე დედებთან ერთად ცხოვრობს.

მამაკაცის მეზობლები ამბობენ, რომ ასოციალური ადამიანი იყო და ერთხელ ერთ-ერთი მათგანის მამალიც კი მოკლა იარაღით გვერდით ეზოში, რადგან აწუხებდა. სოციალურ ქსელში მისი განცხადებებიდან გამომდინარე, შესაძლოა ისიც ვიფიქროთ, რომ მკვლელობას რასისტული ფონიც ჰქონდა.

onalem

ტესტ