fbpx
კრიმინალი

“მიზეზი მქონდა, კონტროლი დავკარგე და მოვკალი, ძალიან მიყვარდა” – 33 წლის ადამანტიას მეუღლე

დღეს 33 წლის ადამანტიას, რომელიც კრეტაზე საკუთარმა მეუღლემ ორი გასროლით მოკლა, ოჯახი საბოლოოდ გამოემშვიდობება. დაკრძალვის ცერემონია პატრასში გაიმართება, საიდაც მისი მშობლები ცხოვრობენ და დაქორწინებამდე თავადაც ცხოვრობდა.

პარალელურად კი, 54 წლის მამაკაცი პოლიციას ჩვენებას აძლევს. დადგინდა, რომ მან დანაშაული საღ გონებაზე ჩაიდინა.

როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, ბრალდებული დანაშაულის გამო წუხს და ნანობს, თუმცა, ხაზგასმით ამბობს, რომ გაბრაზების სერიოზული მიზეზი ჰქონდა, შემდეგ ჩხუბისას კონტროლი დაკარგა და ცოლი მოკლა. აქვე აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი ძალიან უყვარდა.

როგორც გაირკვა, სისხლიან ინციდენტამდე ცოლ-ქმარს გარკვეული რაოდენობის ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული.

ადამანტიას დედ-მამა ვერ იჯერებს, რომ 33 წლის ქალი საბოლოოდ ქრონიკულ ოჯახურ ძალადობას შეეწირა. შეგახსენებთ, რომ მას 4 წლის შვილი დარჩა.

 

onalem

ტესტ