fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ირაკლიო: 50 წლის მამაკაცი პოლიციაში შეიჭრა და პოლიციელების დაწვა სცადა

ირაკლიოს პოლიციის დეპარტამენტის თანამშომლები სერიოზული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ. განყოფილებაში 50 წლის მამაკაცი შეიჭრა და პოლიციელებს ბენზინი გადაასხა. ის იქაურობის დაწვას აალებადი სითხით ცდილობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ მოხდა. მამაკაცი გაღიზიანებული და უკონტროლო მდგომარეობაში იყო. თავდაპირველად მისი დამშვიდება სცადეს. თუმცა, მან ბენზინი, რომელიც განყოფილებაში ბალონით შეიტანა, პოლიციელებს გადაასხა. პანიკის ფონზე 50 წლის მამაკაცმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ სპეციალური ჯგუფის დახმარებით ის აგია ვარვარას ტერიტორიაზე მალევე იპოვეს.

პროკურორის გადაწყვეტილებით მამაკაცი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. მას მრავალი ფსიქიკური პრობლემა აღმოაჩნდა, თუმცა, მკურნალობა შეწყვეტილი ჰქონდა.

onalem

ტესტ