fbpx
საბერძნეთი

მარტის თვეში საბერძნეთში ელ. ენერგიის ტარიფი კიდევ უფრო იკლებს – 8,1 ცენტი კილოვატ საათზე

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ელ. ენერგიის მომწოდებელი კომპანიები მარტის თვეში საგრძნობლად დაბალ ფასებს გვთავაზობენ კილოვატ საათში. კლება გამოწვეულია საერთაშორისო ფასებისა და ენერგეტიკულ ბირჟაზე დაწესებული ფასების კლების, ასევე სპეციალური (მწვანე) და სხვა სატარიფო კატეგორიების შემოღების შემდეგ კომპანიებს შორის გაჩენილი კონკურენციის შედეგად. მონაცემები მიუთითებს, რომ ელექტროენერგიის საშუალო ფასი თებერვალში იყო 73,61 ევრო მეგავატ საათზე, იანვარში კი, 93,92 ევროდან.

ამრიგად, წარმოგიდგენთ განახლებულ ფასებს, რომლებიც ეხება მარტის თვეს, თითოეული კომპანიის შემოთავაზების მიხედვით:

ΕΛΙΝΟΙΛ – 8,182 ცენტი კილოვატ საათში.

-ELPEDISON-  9,898 ცენტი კილოვატ საათში პირველ 100 კილოვატ საათზე და 10,76 ცენტი კილოვატ საათში დანარჩენისთვის.

– SOLAR ENERGY – 10,27 ცენტი კილოვატ საათში.

– ΗΡΩΝ – 10,304 ცენტი კილოვატ საათში.

– Volton – 10,306 ცენტი კილოვატ საათში.

– Ζενιθ – 10,467 ცენტი კილოვატ საათში.

– Protergia – 10,776 ცენტი კილოვატ საათში.

– DEH – 10,826 ცენტი კილოვატ საათში 500 კილოვატ საათამდე და 11,907 ცენტი შემდეგ.

– ბუნებრივი აირი, Hellenic Energy Company –  11,165 ცენტი კილოვატ საათში.

-We Energy – 11,23 ცენტი კილოვატ საათში.

-NRG – 11,5 ცენტი კილოვატ საათში.

-Voltera – 11,5 ცენტი კილოვატ საათში.

შეგახსენებთ, რომ მწვანე ტარიფები ცხადდება ყოველი თვის პირველ რიცხვში და მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეცვალოს მიმწოდებელი ან ტარიფი, ჯარიმების გარეშე.

onalem

ტესტ