fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

სიახლე ქართველი ქალის, დიანა ბერიძის, მკვლელობასთან დაკავშირებით

დიანა ბერიძის ქმრის ბოლო ჩვენება თესალონიკის სასამართლოში:

“სრულიად დაუჯერებელი იყო როდესაც “ექიმმა” მე დამაბრალა, რომ, ვითომ, მე ვიყავი ერთადერთი, ვისაც დიანასთვის ცუდი უნდოდა”
 – ამბობს ქართველი ქალბატონის ქმარი.

“ამ ქირურგს ჩემი მეუღლის მოკვლა უნდოდა,” თქვა დიანას ქმარმა სასამართლოზე. ის პირდაპირ ადებს ხელს ქირურგს და მას ადანაშაულებს. “მან ჩემი მეუღლე ძლიერი ნარკოტიკებითა და წამლებით მოკლა, რომლებიც საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სპეციალურმა ანესთიზიოლოგმა მისცა. მან ეს ვითომდა ქირურგია გამოიყენა, რომ ჩემი მეუღლე მოეკლა. რატომ ? არ ვიცი, ფსიქიატრთან მიიყვანეთ.

თავიდან, როდესაც მე ექიმს დაველაპარაკე (სანამ ჩემს მეუღლეს მოკლავდა) ძალიან მშვიდი და ზრდილობიანი ჩანდა. თქვა, რომ ჩემს მეუღლესთან დანიშნული ჰქონდა შეხვედრა და პატარა ოპერაციას ჩაუტარებდა. თუმცა, ექიმმა ასევე მითხრა, რომ მასა და დიანას შორის დიალოგის შემდეგ, რომელიც ტელეფონის საშუალებით შედგა, ის მიხვდა, რომ დიანა ცოტა შეინებული იყო. ვერ გავიგე ეს რატომ თქვა, მეტი არაფერი უთქვამს. მე შევეცადე გამეგო, თუ რა პრობლემა ჰქონდა დიანას კლიენტებთან (დაიანა მაკლერი იყო), თუმცა ვერაფერს გავხდი.

როდესაც ეს ტრაგედია მოხდა და ექიმი სასამართლოში მოიყვანეს, მან თქვა, რომ მე ვიყავი ერთადერთი, ვისაც მისთვის ცუდი უნდოდა. არც კი მჯეროდა, რასაც ამბობდა. დედა გარდაცვლილი მყავდა, მერე ჩემი მეუღლე, ვხედავდი ჩვენი მეზობლები სხვა თვალით მიყურებდნენ და ნელნელა კომუნიკაციას წყვეტდნენ ჩემთან. მოკლედ, არ ვიცი როგორ გადავიტანე ის დღეები. მე ჩემი მეუღლეს ყოველთვის ვენდობოდი. კი ის ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში ეჭვიანობა არ იყო და მე ვიცოდი, რომ ის არასოდეს გაიხედავდა სხვისკენ.”

https://www.facebook.com/protothemagr/videos/10155864296487199/

onalem

ტესტ